თეგებით ძიება
31. 08. 2022 COVID - 19

"საქართველოში მოსახლეობის სიცოცხლის ხანძლივობა, სავარაუდოდ, 4 წლით შემცირდა" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის შეფასებით, საქართველოში მოსახლეობის სიცოცხლის ხანძლივობა, სავარაუდოდ, 4 წლით შემცირდა.

"დღევანდელი კოვიდ სტატისტიკა საქართველოში. ქართულად გადაგითარგმნით, ეს რას ნიშნავს: სტაბილურად (ივლისიდან დაწყებული) კოვიდის მაღალი მაჩვენებელია ქვეყანაში.
რეალურად ქვეყანაში სტაბილურად ინფიცირდება კოვიდით დაახლოებით 20,000 ადამიანი
რეალურად ქვეყანაში ვკარგავთ დღეში დაახლოებით 10 ადამიანს
რეალურად ქვეყნის უმრავლესობა იქნება კოვიდ გადატანილი სექტემბრის ბოლომდე…
რეალურად მოსახლეობის 46% აქვს/ექნება ხანგრძლივი კოვიდის პრობლემები.
რეალურად მოსახლეობის სიცოცხლის ხანძლივობა, სავარაუდოდ, 4 წლით შემცირდა კოვიდის გამო ქვეყანაში…
რეალურად ოქტომბერ-ნოემბერში ქვეყანა წავა კოვიდინფიცირების “მე-2 წრეზე”…
ამასობაში რას ვშვრებით?!
”ფასადების” ღებვით ვართ დაკავებული… “კოვიდი დავამარცხეთ”, “კოვიდი არ არის”, “სეზონური გრიპი/ვირუსია”, “მსოფლიოში საუკეთესო კოვიდმართვა არის საქართველოში”…
ჯანდაცვის რადიკალური რეფორმა არის ჩასატარებელი. “ყოფილი” მრჩევლები/კონსულტანტები/ჩინოვნიკები არ უნდა მიაკარონ ამ რეფორმის არც ერთ ნაწილში! რაც გააკეთეს/გვირჩიეს, აგერ შედეგსაც ვხედავთ.
ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გარეშე ქვეყანა ვერ გაუმკლავდება კოვიდს გრძელვადიან ომში!
შეიგნეთ, ხალხნო, ომია, ომი!
ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა