"ოქტომბერ-ნოემბერი საქართველოში იქნება საკმაოდ რთული...დასაკარგი დრო არ არის!" - გიორგი ფხაკაძე რეკომენდაციით გამოდის
საზოგადოებრივიგიორგი ფხაკაძე პროგნოზირებს, რომ კოვიდპანდემიის ფონზე, საქართველოში შემოდგომა საკმაოდ რთული იქნება და აქვე, რეკომენდაციით გამოდის.
"ჩემი გუშინდელი პოსტი
კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი!
ამერიკის წამლის სააგენტომ დაამტკიცა 2 ახალი ვაქცინა კოვიდის ომიკრონის ვარიანტის წინააღმდეგ. ფაიზერის და მოდერნას გაძლიერებული ბუსტერი დამტკიცებულია!
ბივალენტური ბუსტერ ვაქცინები იცავს კოვიდის ომიკრონ BA.4 და BA.5-სგან!
საქართველოში იქნებ ვიფიქროთ, როგორ გადავიდეთ “დაობებული” ჩინური ვაქცინებიდან თანამედროვე ვაქცინებზე.
ოქტომბერ-ნოემბერი იქნება საკმაოდ რთული ქვეყანაში და ჯანდაცვის სამინისტროს დაჟინებით ვურჩევ, “მოდერნას” გაძლიერებული ბივალენტური ვაქცინის შემოტანაზე იმუშაონ! დასაკარგი დრო არ არის!
სიმართლე რომ გითხრათ, იმედი არ მაქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო საქარღველოში ადეკვატურ ვაქცინაციას ჩაატარებს…. ამჟამინდელი ჩავარდნილი ვაქცინაციის ფონზე ყველანაირი ოპტიმიზმი დამეკარგა.
ოქტომბერ-ნოემბერში საქართველო შეხვდება ახალ კოვიდ აფეთქებას მოუმზადებელი და შეუიარაღებელი.
ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze