თეგებით ძიება

"ჩემს პირად მოსაზრებას გავაჟღერებ და არ ჩამქოლოთ" - რას წერს მამუკა გამყრელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი, მამუკა გამყრელიძე იტალისს საფეხბურთო კლუბ "ნაპოლი" ქართველ ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიაზე საკუტარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში წერს:

"ორიოდე სიტყვით კვარაცხელიაზე.
ვინაიდან ვერ ვარ ფეხბურთის კარგი მცოდნე, უბრალოდ ჩემს პირად მოსაზრებას გავაჟღერებ და არ ჩამქოლოთ.
ეს ახალგაზრდა განეკუთვნება იმ მოთამაშეების რიგს, რომლებსაც ე.წ. "აპასნი" ფეხბურთელებად მოიხსენიებენ. შეიძლება უაზროდ ირბინოს, უშედეგოდ იფაფხუროს რაღაც დროის განმავლობაში და მერე წამის მეათედებში აფეთქდეს, გაიტანოს გოლი ან გააკეთოს საგოლე გადაცემა. ბურთის მიღებისთანავე იწყებს რაღაც მამაძაღლობაზე ფიქრს და აბნევს მეტოქეს. გუშინ აშკარად გამოჩნდა, რომ მანაც და სპალეტიმაც წინა თამაშიდან, პერსონალურ მეურვეობაზე სწორი დასკვნები გამოიტანეს.

და მაინც მგონია, რომ მარცხენა ფლანგზე შემტევის პოზიცია მისთვის ერთგვარი ფრთების შეჭრაა. კი, იქ ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს, მაგრამ მისი საუცხოოდ დაყენებული შორი დარტყმა და საოცრად რბილი და შემოქმედებითი პასები IMHO მოითხოვს არეალის გაზრდას. მე მას ცენტრში უფრო ვხედავ. აი, გუშინაც მისი გოლიც და საგოლე მომენტებიც მან ცენტრიდან განახორციელა. სივრცე სჭირდება და შესაძლებელია ამპლუას შეცვლაც. მე მას მესის ტიპის უნივერსალურ შემტევად მოვისაზრებ.

ცხადია ეს ჩემი, სრულიად არაპროფესიული ხედვაა და არ დამძრახონ ფეხბურთის მოყვარულებმა", - წერს გამყრელიძე.

ცნობისთვის, ხვიჩა კავარაცხელიამ სერია A-ს 5 თამაშში 4 გოლი გაიტანა. მან 3 სექტემბერს "ლაციოს" წინააღმდეგ უამაზესი გლი გაიტანა.მას იტალიელები მოფერებით "კვარადონასაც" უწოდებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა