ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა
პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, კერძოდ კი, ჭიჭნაძის ქუჩაზე დაპირისპირებაა.
აქციის მონაწილეებმა სკანდირებენ „რუსებო“. დემონსტრანტები პარლამენტის შენობის წინ აღმართულ რკინის ჯებირებზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ.
ამის პარალელურად, გომალაურის უწყებამ განცხადება გაავრცელა - შსს პროევროპული აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, "პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში", წინააღმდეგ შემთხვევაში, "კანონსაწინააღმდეგო ქმედებას" პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
ფოტო: მთავარი არხი