თეგებით ძიება

"თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება" - შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს და მო­ნა­წი­ლე­ებს, პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტონ კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ფარ­გლებ­ში.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვის მიზ­ნით, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და­ცუ­ლია შეკ­რე­ბა-მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ი­სა და გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა, ასე­ვე, გან­სა­ზღვრუ­ლია პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვის ფორ­მე­ბი, რათა და­ცუ­ლი იყოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი და უსაფრ­თხო­ე­ბა.

მო­ვუ­წო­დებთ აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს და მო­ნა­წი­ლე­ებს, პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტონ კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ფარ­გლებ­ში.

თი­თო­ე­ულ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბას, პო­ლი­ცი­ის მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, ამ დრო­ის­თვის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­გორც თბი­ლის­ში ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­ში. დე­და­ქა­ლაქ­ში აქ­ცი­ის გამო გა­და­კე­ტი­ლია რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი.

აქ­ცი­ე­ბი თბი­ლის­ში და რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში მას შემ­დეგ და­ი­გეგ­მა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და სამ­თავ­რო­ბო გუნ­დის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნებს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის სა­კითხს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა