"გეხვეწებით, ამ ბავშვს გული არ ვატკინოთ უაზრო რეპლიკებით… ხვიჩა მთელ საქართველოს წარმოადგენს და ეს არის ჩემთვის ევროპაც და მეტიც!.." - პეტრე კოლხი
მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელსბს და საზოგადოებას მოუწოდებს, ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ უარყოფითი რეპლიკებისგან თავი შეიკავოს.
"აქ კვარას ნაჩუქარი მაისური მაცვია… გეხვეწებით, გთხოვთ, ეს სიხარული მაინც შევირგოთ და ამ ბავშვს გული არ ვატკინოთ, უაზრო, არაფრის მომცემი რეპლიკებით… ხვიჩა სანამ წავიდოდა, ვუთხარი, ვერ ვიტან ფეხბურთს, რა ვქნა, შენი ხათრით შევიყვარებ, მეთქი… არ ვიცი, რამდენად შემიყვარდება, მაგრამ როცა ხვიჩა თამაშობს, ვუყურებ, ბურთს არა, ხვიჩას ვუყურებ და ბედნიერი ვარ… ის ჩემი ჯიშის და გვარის შვილია… ყველა მოგებაზე და ყველა ,,გოლზე” მეტად ეს მახარებს… მეტი რა გააკეთოს ამ პატარა წალენჯიხამ, მეტი რა ქნას… ასე გიკრავთ გულში ყველას, როგორც ხვიჩა ჩავიკარი, ვისაც საკუთარი ერის, ხალხის წარმატება უყვარს და უხარია… ხვიჩა არაფერ შუაშია, ის დღეს მთელ საქართველოს წარმოადგენს და ეს არის ჩემთვის ევროპაც და მეტიც!..", - წერს პეტრე კოლხი.