თეგებით ძიება

არავინ უნდა აღიაროს ე.წ ახალი "პრეზიდენტი" და არ უნდა მოახდინოს მისი ლეგიტიმაცია მიწვევით ან ვიზიტებით - როთი

სალომე ზურაბიშვილმა გადაარჩინა საქართველოს ღირსება! , - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ როთი პლატფორმა X-ზე წერს. როთის თქმით, "ოცნების" მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია მიწვევებით და ვიზიტებით არავინ უნდა მოახდინოს. 

სალომე ზურაბიშვილმა გადაარჩინა საქართველოს ღირსება! არავინ არ უნდა აღიაროს ე.წ ახალი "პრეზიდენტი" და უნდა მოახდინოს მისი ლეგიტიმაცია მიწვევით ან ვიზიტებით. ის აირჩიეს დეპუტატებმა, რომლებმაც მანდატები გაყალბებული არჩევნებით მოიპოვეს. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები რაც შეიძლება მალე, - წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა