ვადგენთ რუსთაველის გამზირზე დაკავებულ პირთა ადგილსამყოფელს - სახალხო დამცველის აპარატი
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ადგენენ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებულ პირთა ადგილსამყოფელს და მოინახულებენ ყველა იმ პირს, რომელიც გადაყვანილი იქნება დროებითი მოთავსების იზოლატორებში, – ამის შესახებ აღნიშნულია სახლახო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„სახალხო დამცველის აპარატი პროაქტიულ რეჟიმში აკვირდება აქციების მიმდინარეობას, მოქმედებს ცხელი ხაზი 1481.
სახალხო დამცველის აპარატი დაკავებულ პირთა შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის“,- აღნიშნულია სახალხო დამცველის ინფორმაციაში.