თეგებით ძიება

„ფრთხილად იყავით! ორი დღეა, რაც შავ ბაზარზე გამოჩნდა ნარკოტიკი, რომელიც შეიცავს უმძიმეს მინარევებს“ - ნარკოლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

ფრთხილად იყავით! -  ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს:

მეგობრებო, ვიცი, რომ ეს შესაძლოა ყველაზე შესაბამისი დრო არ იყოს, მაგრამ არ შეიძლება რომ არ გაგაფრთხილოდ!!

უკვე ორი დღეა, რაც შავ ბაზარზე გამოჩნდა ნარკოტიკი, რომელიც შეიცავს უმძიმეს მინარევებს. მისი გამოყენება იწვევს ზედოზირებას, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში - გულის რევას, ძლიერ ალერგიულ რეაქციებს, მაღალ ტემპერატურას, სუნთქვის უკმარისობას და სხვა სერიოზულ გართულებებს.

ასევე, ნარკოტიკებში კვლავ დაფიქსირდა ფენტანილის შემცველობა, რაც განსაკუთრებით საშიშია. გთხოვთ, იყოთ ფრთხილად! უკვე დაფიქსირდა მრავალი შემთხვევა მძიმე ინტოქსიკაციისა და გართულებების.

რას ვაკეთებთ ასეთ შემთხვევაში?

 1. არასდროს ვიყენებთ უცნობ ნივთიერებებს.

 2. ინტოქსიკაციის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ვუკავშირდებით 112-ს ან მივმართავთ ახლომდებარე კლინიკას.

 3. ზედოზირების ნიშნების განვითარების შემთხვევაში აუცილებლად ვიძახებთ 112-ს და ვიყენებთ ნალტრექსონს (თუ ეს შესაძლებელია).

გთხოვთ, გაუფრთხილდით საკუთარ და სხვა ადამიანების სიცოცხლეს!

ფრთხილად იყავით! - წერს ზურაბ სიხარულიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა