თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილი იქცევა როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი, ის არის ხალხთან ერთად - ბადრი ჯაფარიძე

”ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი იქცევა როგორც ლეგიტიმური რეზიდენტი და ის საქართველოს მომავლისთვის მშვიდობიან ბრძოლას აპირებს.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავის მოვალეობის შესრულებას აგრძელებს.

"სალომე ზურაბიშვილი იქცევა როგორც ლეგიტიმური რეზიდენტი, ის არის ხალხთან ერთად და ის აპირებს იბრძოლოს ამ ქვეყნის მომავლისთვის მშვიდობიანად, რათა ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან. ცხადია, მისი მთელი მიმართვა გამსჭვალული იყო კრიზისიდან გამოსვლის მოწოდებით, რათა ქვეყანამ მოძებნოს გზა ამ ძალიან რთული ვითარებიდან გამოსასვლელად. შესაბამისად, ის აგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას ", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა