ბოლო 1 კვირაში, საქართველოში კორონავირუსის 12 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში (28 აგვისტო - 2 სექტემბერი), საქართველოში კორონავირუსის 12 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელია 17.41%, ბოლო 14 დღის - 17.67%.
ინფიცირების ყველაზე მეტი, 6 799 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.