თეგებით ძიება

"როგორც შეგპირდი ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან" - დავით არახამია

უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მას უკრაინიდან მოკითხვას უთვლის.

""ამ ვიდეოს ჩაწერა რამდენიმე დღით გადავიფიქრე, რადგან საქართველოს მთავრობის მხრიდან მოსალოდნელ ისტერიულ რეაქციას ველოდებოდი, რომელიც ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოსთან დაკავშირებულ ჩემს მიერ ადრე დაანონსებულ მოვლენებს ეხებოდა. ეს სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარ სააგენტოს წარმოადგენს.

ეს სააგენტო სანქციების პოლიტიკის საერთაშორისო ჯგუფში შედის. ჩემს საიტზე „war in Ukraine” ბიძინა ივანიშვილზე და მის უახლოეს გარემოცვაზე, კონკრეტულად კი იმ ბიზნესმენებზე რომლებიც მის რეჟიმს აფინანსებენ, სანქციების დაწესების რეკომენდაცია განვათავსე. ამ პაკეტში ჯერჯერობით მისი პოლიტიკური გარემოცვის წევრები არ არიან. ეს შემთხვევითობა არ არის, რადგან ამ ეტაპზე ვფიქრობთ რომ მხოლოდ ოლიგარქისა და მისი დამფინანსებელი წყაროების წინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ, რაზეც ევროკომისიამაც რეკომენდაციის სახით უკვე ისაუბრა.

ამ ადამიანებს საქართველოში ყველა იცნობს. შეუძლიათ ინტერნეტში ამ ადამიანების სია ნახონ. ქართულმა მედიამ ეს სია უკვე გაავრცელა. ეს პირველი ეტაპია, რომელიც ვერიფიკაციის შემდეგაც ეს დოკუმენტები სანქციების საერთაშორისო ჯგუფს გადაეგზავნება. ჯგუფის წევრები ამ დოკუმენტებს გადახედავენ და მონაწილე ქვეყნები გადაწყვეტილებას ერთხმად მიიღებენ.

როგორც შეგპირდი ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან. მუშაობას ვაგრძელებთ. ძვირფასო ქართველობო, სამწუხაროდ, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით", - აცხადებს არახამია ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვის დასანქცირებას ითხოვს. სიაში 12 კაცია, მათ შორის ექსპრემიერ ივანიშვილის ძმაც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა