"რა გინდათ რა! გამოუშვით ეს ბავშვები ციხიდან! ანდრო ჭიჭინაძე არაფრის გამო მესამე თვეა, ციხეშია" - რას წერს ქეთი დოლიძე?
რეჟისორი ქეთი დოლიძე ფიქრობს სოციალურ ქსელში აპროტესტებს სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით:
დოლიძე წერს, რომ ჭიჭინაძეს პირადად იცნობს და ის "არაფრის გამო ზის ციხეში".
"ამ გადასარევ ბიჭს პირადად ვიცნობ!!!!! რა გინდათ რა! გამოუშვით ეს ბავშვები ციხიდან!!!!! რატომ?!?! ეს ბავშვები და ანდრო !!!! ანდრო ჭიჭინაძე გადასარევი მსახიობი არაფრის გამო უკვე ლამის მესამე თვეა, ციხეშია და მასთან ერთად სხვა უდანაშაულო ბავშვი!" - წერს ქეთი დოლიძე.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით დაკავებულები - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში რჩებიან.