თეგებით ძიება

"მოძღვარი თუ გყავთ? თუ არ გყავთ, გირჩევთ, მოინანიოთ ეს ცოდვა, ეს არის ბოროტება რასაც თქვენ აკეთებთ" - ვეფხია კასრაძე მოსამართლეს

თქვე­ნი სას­ჯე­ლის მოს­ჯით, მე თა­ვი­სუფ­ლე­ბა კი არ წა­მარ­თვით, პი­რი­ქით, ასე­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, მინ­და იცო­დეს ყვე­ლამ, - ამ სი­ტყვე­ბით მო­სა­მარ­თლე ირაკ­ლი ხუს­კი­ვა­ძეს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ­მა ვე­ფხია კას­რა­ძემ მი­მარ­თა.

მან პო­ზი­ცია ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ და­ყე­ნე­ბულ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ა­ფიქ­სი­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ისი­ნი ხუს­კი­ვა­ძის აცი­ლე­ბას ითხოვ­დნენ. კას­რა­ძემ მო­სა­მარ­თლეს მი­მარ­თა, რომ მას არა­ნა­ი­რი მო­რა­ლუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და ეს საქ­მე გა­ნე­ხი­ლა.

„აცი­ლე­ბას ვე­თან­ხმე­ბი, რად­გან არა­ნა­ი­რი გან­ხილ­ვა არ ყო­ფი­ლა იმა­ზე, რა ბრა­ლიც წა­მი­ყე­ნა პრო­კუ­რორ­მა. თქვენ არ გან­გი­ხი­ლავთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ისე მო­მი­სა­ჯეთ პა­ტიმ­რო­ბა. ერთ რა­მე­ში მად­ლო­ბა­საც გე­ტყვით, რად­გან მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩემი სამ­შობ­ლოს­თვის ვე­წა­მე.

თქვე­ნი სას­ჯე­ლის მოს­ჯით, მე თა­ვი­სუფ­ლე­ბა კი არ წა­მარ­თვით, პი­რი­ქით, ასე­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, მინ­და იცო­დეს ყვე­ლამ, თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ვი­პო­ვე, რა­ღაც ტვირ­თი მო­მეხ­სნა.

ერთი რა­ღაც მინ­და გკი­თხოთ ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლე, მო­ძღვა­რი თუ გყავთ, რო­გორც ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ანს გე­კი­თხე­ბით, თუ არ გყავთ მო­ძღვა­რი? თუ არ გყავთ, გირ­ჩევთ, მო­ი­ნა­ნი­ოთ ეს ცოდ­ვა, ეს არის ბო­რო­ტე­ბა რა­საც თქვენ აკე­თებთ ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლე. ამ ახალ­გაზ­რდებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ვხე­დავ, არარ­სე­ბულ და­ნა­შა­ულ­ზე სას­ჯელს უს­ჯით და ცხოვ­რე­ბას უზი­ა­ნებთ, მათ დე­დებს ცრემ­ლი­ა­ნებს ტო­ვებთ, ვინ მოგ­ცათ ამის უფ­ლე­ბა, მი­თხა­რით! ეს არა­ნა­ირ სა­მარ­თალ­ში არ ჯდე­ბა.

სა­მარ­თლებ­რი­ვი და მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ გაქვთ, ეს სხდო­მა წა­იყ­ვა­ნოთ",- გა­ნა­ცხა­და ვე­ფხია კას­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან სამს - ზვი­ად ცე­ცხლა­ძეს, ვე­ფხია კას­რა­ძე­სა და ვა­სილ კა­ძე­ლაშ­ვილს ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან. მათ 6-დან 9-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­დან ხუთს - გი­ორ­გი გორ­გა­ძეს, ირაკ­ლი მი­მი­ნოშ­ვილს, ინ­საფ ალი­ევს, თორ­ნი­კე გო­შა­ძეს და ნი­კო­ლოზ ჯა­ვა­ხიშ­ვილს ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ედა­ვე­ბი­ან. მათ 4-დან 6-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა