თეგებით ძიება

მედიას არავითარი პრობლემა არ ექმნება, როცა ხელისუფლებისადმი კრიტიკულია - არჩილ თალაკვაძე

არავითარი პრობლემა თქვენ, მედიას არ გექმნებათ, როდესაც კრიტიკულ შინაარსს მაუწყებლობთ ხელისუფლებასთან მიმართებით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს.

"პრემიერ-მინისტრმა თავის ევროპელ კოლეგებს ამომწურავი არგუმენტები გაუზიარა. სიმართლეს შეესაბამება ის, რომ როცა ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება ტელევიზია, ქვეყანაში მხოლოდ 4 ტელევიზია და აი აქ [პარლამენტში] მხოლოდ 4 მიკროფონი მაუწყებლობდა. დღეს 20 ტელევიზია და 120 რეგიონული მედია მაუწყებლობს, მათ შორის არავითარი პრობლემა თქვენ, მედიას არ გექმნებათ, როდესაც კრიტიკულ შინაარსს მაუწყებლობთ ხელისუფლებასთან მიმართებით", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა