თეგებით ძიება

წყალი 9 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

8 სექტემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, აფხაზავას ქუჩაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოები ღამის განმავლობაში ჩატარდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 8 სექტემბრის ღამის 23:00 საათიდან 9 სექტემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - ლილოს დასახლებას, ჭირნახულის, აფხაზავას, ნამორაძის, სტურუას, გოკიელისა და მეფრინველეობის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა