თეგებით ძიება

მათი ხმები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვდომოდა რამის დამალვა, დავმალავდით - კობახიძე "ოცნებიდან" წასულებზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტიიდან წასულ 4 დეპუტატთან დაკავშირებით საუბრობს.

"ძალიან მარტივად განიმარტება ეს ყველაფერი, ფორმალურადაც და არაფორმალურადაც, ჩვენი ოთხი კოლეგა პარლამენტარი, გუნდის ყოფილი წევრი, ისინი აღარ არიან ჩვენი პარტიის წევრები და შესაბამისად ფრაქციის წევრები, მაგრამ ისინი რჩებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებად. ყველა ქვეყანაში არის გავრცელებული ეს პრაქტიკა, აუცილებელი არ არის, რომ უმრავლესობა შედგებოდეს ერთი პარტიის წარმომადგენლებისგან, მათ აქვთ ნათქვამი, რომ მხარს დაუჭერენ ჩვენ საპარლამენტო ინიციატივებს, რაც ჩვენთვის, ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია. [...] ხმები არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, თითოეული პარლამენტარის ხმა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სტაბილური უმრავლესობა არსებობდეს პარლამენტში, აქედან გამომდინარე ძალიან მარტივი ასახსნელია ის, რაც იხილა საზოგადოებამ.

ჩვენ რომ ვთამაშობდეთ დავმალავდით რაღაცეებს, დასამალი არაფერი არ გვაქვს, არც საზოგადოების წინაშე, არც არავის წინაშე, ყველაფერი არის ღია და გაცხადებული", - თქვა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა