"სავარაუდო მიზეზი კოვიდის მიერ ტვინის უჯრედების დაზიანებაა" - რას წერს გიორგი ფხაკაძე დაქვეითებულ ყნოსვაზე
პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც ყნოსვის დაქვეითებას ეხება.
"ბოლო კვლევის თანახმად, არავაქცინირებულ პაციენტზე დაკვირვების შედეგად 64%-ს აღენიშნებოდა დაქვეითებული ყნოსვა, რაც, ავტორების თქმით, შეიძლება იყოს მუდმივი.
ასევე კოვიდის შედეგად, მსოფლიოში, სავარაუდოდ, 27 მილიონ ადამიანს აღენიშნება მუდმივად დაქვეითებული ყნოსვა!
სავარაუდო მიზეზი არის კოვიდის მიერ ტვინის უჯრედების დაზიანება.
ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს გიორგი ფხაკაძე.
#drpkhakadze