თეგებით ძიება

2020 წელს ვერ ვარწმუნებდი ვერც ერთ გლდანელს, რომ ოცნება არის ანტიდასავლური - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია საქართველოში 2020 წელს არსებულ პოლიტიკურ ვითარებას იხსენებს.

“2020 წელს ვერ ვარწმუნებდი ვერც ერთ გლდანელს, რომ ქართული ოცნება არის ანტიდასავლური ძალა, ვერ ვარწმუნებდი. რაშიც ვარწმუნებდი… შიში იყო ჩვენ მიმართ, ნაციონალური მოძრაობის მიმართ, მოხვალ და თავში ჩამარტყამ. კი ახალი ხარ, მაგრამ იმასთან ერთად ხომ ხარ? ამასთან ერთად ხომ ხარ? იყო ეს პრობლემები, არის, ამიტომაც ვცდილობ ბევრი ვიმუშაო ახალ პოტინციურ ამომრჩეველზე… ეს მტკივნეული პროცესია ბევრი გასაგები მიზეზის გამო. იმ კვირიდან, როგორც საარჩევნო კამპანიაში დავდიოდით, ისე ვიწყებ კამპანიურ შეხვედრებს. შარშანაც, როდესაც მე ელენე, მამუკა, ბადრი დავდიოდით, სასაცილოდ არ ჰყოფნიდან თბილისის ქუჩებში, არავის არ სჯეროდა რომ ბიძინა ივანიშვილი არის ანტიდასავლელი კაცი, ამისი არ სჯეროდა თავად ამერიკელს და ევროპელს, ეს ყველაფერი ფარდასავით აეხადათ. ამაზე მეტი განსხვავება რა უნდა იყოს?”, - განაცხადა ნიკა მელიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა