თეგებით ძიება

ელექტრონულ არჩევნებზე გადაწყვეტილება წინ გადადგმული ნაბიჯია - კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე "ქართული ოცნების" ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 2024-ის არჩევნებზე ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებაში ხმას ელექტრონულად მისცემენ.

"დღეს მოვისმინეთ პარტიის თავმჯდომარის ინიციატივა, რაც ძალიან კარგია, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ, რათა რაც შეიძლება ძალიან სწრაფად, კიდევ უფრო მჭიდროდ დავუახლოვდეთ იმ დიდ ოჯახს, რასაც ევროპა ჰქვია. ასევე, დათქმებთან დაკავშირებითაც გაკეთდა დღეს განცხადებები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თორმეტივე პუნქტი ზედმიწევნით იყოს შესრულებული, რათა რაც შეიძლება მალე, ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს “, – აღნიშნა კახა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა