თეგებით ძიება

ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა.

ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მორიგ სამხედრო გამწვავებასა და დაპირისპირების შედეგად შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა - ინფრომაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდებიან და ვითარება მშვიდობიანი გზით გადაიჭრება.

საქართველოს პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში დეესკალაციისა და მშვიდობისათვის.

შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს, შუაღამისას, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური სროლები დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა