თეგებით ძიება

"ძალიან მაგარ და კარგ საქმეს აკეთებს კალაძე..." - რის შესახებ წერს გია გაბრიჭიძე?

ექსპერტი, გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ფაქტს ეხმაურება.

"არა მგონია თბილისში იყოს ისეთი ადამიანი, ვინც თავად თუ არა, ამ ბინათმშენებლობით დაზარალებული ახლობელი არ ჰყავდეს. არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს, თუ რას ნიშნავს წლობით ელოდო საკუთარ ჭერს. ძალიან მაგარ და კარგ საქმეს აკეთებს კალაძე და ეს ნაბიჯი არა მარტო მის ისტორიაში, არამედ თბილისის ისტორიაში დარჩება. კახი კალაძე - ესენი არიან კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახები, რომლებიც ამ დღეს 30 წლის განმავლობაში ელოდებოდნენ. მათ ჰპირდებოდნენ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმებოდა, საცხოვრებლით დაკმაყოფილდებოდნენ, თუმცა, სიტყვები სიტყვებად რჩებოდა. როდესაც საქმიანობას შევუდექით, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ პრობლემის მოგვარება იყო. როგორც ქალაქის მერს, ძალიან მიხარია, რომ დღეს 27 ოჯახი საცხოვრებლით დავაკმაყოფილეთ. დაზარალებული, დაახლოებით, 3 100 ოჯახია. სხვადასხვა ეტაპზეა სამშენებლო სამუშაოები - ზოგი დასრულდა, ზოგი პროცესშია,“ - წერს გაბრიჭიძე ფეისბუკზე.

შეგახსენებთ, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 27 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა