ევაკუაცია აშშ-ის საელჩოში - შენობიდან თანამშრომლები და მოქალაქეები გამოჰყავთ
თბილისში, აშშ-ის საელჩოში ევაკუაციი მოხდა, შენობიდან თანამშრომლები და მოქალაქეები გამოჰყავთ - ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ სამაშველო სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ სავარაუდოდ საელჩოს ტერიტორია იყო დანაღმული, რის შემდეგაც ადგილზე ექსპერტები და სამართალდამცველები მივიდნენ. ისინი მედიასთან არ საუბრობენ. თუმცა ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ადგილზე განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს.