თეგებით ძიება
14. 09. 2022 მსოფლიო

უნდა მოგვესმინა, ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინის ომის ერთ-ერთი გაკვეთილი არის ის, რომ მათ თავის დროზე უნდა მოესმინათ მეგობრებისთვის, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს იცნობდნენ.

"ერთი გაკვეთილი უკრაინის ომიდან არის ის, რომ ჩვენ უნდა გვესმინა მათთვის, ვინც პუტინს იცნობს. ანა პოლიტკოვსკაიასა და ყველა რუსი ჟურნალისტისთვის, რომლებმაც დანაშაულები გამოააშკარავეს და ამისთვის საფასური გადაიხადეს, ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, ასევე ბელარუსის ოპოზიციისთვის...

ჩვენ უნდა გვესმინა ხმებისთვის ჩვენი კავშირის შიგნით პოლონეთში, ბალტიისპირეთში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ისინი წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ პუტინი არ გაჩერდება. ბალტიისპირეთში ჩვენმა მეგობრებმა ბევრი იშრომეს, რათა დაესრულებინათ რუსეთზე დამოკიდებულება. მათ დიდი ინვესტიციები ჩადეს განახლებად ენერგიებში, გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალში. მათ ბევრი ფული დახარჯეს, მაგრამ რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება უფრო ძვირია“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა