უკრაინაში ომი 2025 წელს ან სამშვიდობო მოლაპარაკებებით დასრულდება, ან მხარეებიდან ერთ-ერთი განადგურდება - ვიქტორ ორბანი
უნგრეთის პრემიერ-მნისტრი ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი 2025 წელს ან სამშვიდობო მოლაპარაკებებით დასრულდება, ან მეომარი მხარეებიდან ერთ-ერთი განადგურდება. ამის შესახებ მან უნგრულ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა.
ორბანი იმედოვნებს, რომ 2025 წელს ომი უკრაინაში დასრულდება და ევროპას, მათ შორის უნგრეთსაც, კვლავ დიდი ეკონომიკური წარმატებები ექნებათ.
„ომი 2025 წელს დასრულდება. ან შესაძლებელი იქნება მისი დასრულება სამშვიდობო მოლაპარაკებებით, ან მეომარი მხარეებიდან ერთ-ერთი განადგურდება“, – ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რა მოხდება ომის გაგრძელების შემთხვევაში.