მას ჰქონდა ჩემ მიმართ თხოვნა, რომ რაიმე თანამდებობაზე დაბრუნებულიყო - ირაკლი კობახიძე გოგაშვილზე
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შესახებ "ღამის კურიერში“ ისაუბრა.
მისი თქმით, გოგაშვილის ბრალდებები აბსურდულია.
"სრული აბსურდია გოგაშვილის ოჯახის განცხადება რაც წავიკითხე და იქ დეტალებიც გაუგებარია, 5 წლის წინ იყო ჩვენთანო. ამ დროს მე ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე და სოსო გოგაშვილი იყო სუსის უფროსის პირველი მოადგილე. მე მასთან სახლში ერთადერთხელ ვარ ნამყოფი, ვახშამზე დამპატიჟა, მაშინ ის არ იყო თანამდებობაზე. 2 ვიზიტი მასთან მე არ მქონია, ეს მოხდა ერთხელ. არც ერთი შეხვედრის დროს არ ყოფილა საუბარი ჩემი მხრიდან არაფრის შეთავაზებაზე. მაშინ არც მქონდა მე მაგდაგვარი ფუნქცია, ახლა პარტიის თავმჯდომარე ვარ და შესაძლოა პარტიული თანამდებობა შევთავაზო ვინმეს, მაგრამ მაშინ ვიყავი უმრავლესობის ლიდერი და როლიც არ მქონდა შესაბამისი. აბსურდულ რაღაცებს ამბობენ, ძალიან მძიმეა ეს ადამიანურად. მე მქონდა ხანგრძლივი ურთიერთობა მასთან და ამის გამო, ხათრით, ვახშამზე დავთანხმდი“, - განაცხადა კობახიძემ.