თეგებით ძიება

ირაკლი კობახიძე სოსო გოგაშვილს გაჩუმების სანაცვლოდ რკინიგზაში დასაქმებას სთავაზობდა - რას ამბობს სოსო გოგაშვილის ცოლი?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, დაკავებული სოსო გოგაშვილის ცოლმა თეა მარტყოფლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ 1 წლის წინ მათთან სახლში ირაკლი კობახიძე მივიდა და გაჩუმების სანაცვლოდ "საქართველოს რკინიგზაში", ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასაქმება შესთავაზა.

"ირაკლი კობახიძე ჩვენ ოჯახში მოვიდა 1 წლის წინ, როდესაც მათ უკვე თურმე საქმე აღძრული ჰქონიათ და იგი მოვიდა შავი ფერის დაბურული შკოდით. როცა 2 საათი გაგრძელდა საუბარი და გამოვედი, მკაცრი ტონით უთხრა ირაკლი კობახიძეს, რაც ჩემი ყურით კარგად გავიგონე - ირაკლი გაიგე, სოსო გოგაშვილი არ იყიდება.

შემოთავაზება იყო, რომ მე [სოსო გოგაშვილი] რკინიგზაში უნდა წავსულიყავი უფროსად, ექნებოდა 20 000 ლარი ხელფასი და ვიქნებოდი ძალიან მშვიდად, გაჩუმების სანაცვლოდ...", - ამბობს თია მარტყოფლიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა