ლომჯარია დისკომფორტს უქმნიდა ქართულ სახელმწიფოს იმით, რომ იყო პოლიტიზებული - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე საუბრობს და მას აკრიტიკებს.
"არანაირ დისკომფორტს მართლა არ გვიქმნიდა ლომჯარია, ლომჯარია დისკომფორტს უქმნიდა ქართულ სახელმწიფოს, იმით, რომ იყო პოლიტიზებული და მთლიანად იყო შესული პოლიტიკურ პროცესში", - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.