თეგებით ძიება

"ნიკა მელია რომ დაიჭირეს, ოპოზიცია ბევრად უფრო აქტიურები ვიყავით" - რას წერს თაკო ჩარკვიანი?

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დაკავებული იყო მაშინ ოპოზიცია ბევრად უფრო აქტიურობდა ვიდრე დღეს.

"ჩემი რჩევა იმ პარტიის ( რომელსაც 2018 წლიდან განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ როგორც დასავლური ვექტორის მსხვილ ოპო. პარტიას და როგორც შემეძლო ბოლომდე გვერდით დავუდექი რა თქმა უნდა იდეის ,სააკაშვილის და მაგარი ამომრჩევლის გამო, რომ არ დასუსტებულიყო ახლა "ზოგიერთ აღტკინებულ" და მელიას უპირობო ზოგიერთ მომხრეს ვურჩევ გულწრფელად, კრიტიკის მიუღებლობით, მიშას მომხრეებზე თავდასხმებით, უზრდელობით ამ " შავრაზმული სტილით" პარტია განადგურდება და 2016 წლის მდგომარეობაში აღმოჩნდება, ნუ თუ რასაკვირველია ეს არ არის თქვენი მიზანი თქვენს პოლიტიკურად სუსტ თავმჯდომარესთან ერთად!!!! ისე შეგახსენებთ რომ თავად ნიკა მელია რომ დაიჭირეს ოპოზიცია ( ჩემი ჩათვლით) ბევრად უფრო აქტიურები ვიყავით და ვიბრძოდით მისი თავისუფლებისთვის ხომ მართალს ვამბობ?! ( მე პირადად ყველა პლატფორმა გამოვიყენე მაშინ) ჰოდა დასკვნა თავად გამოიტანოს მკითველმა რა ხდება, ახლა რატომ ასეთი უძრაობა, რა ხდება?!!!!!ცოტა დაფიქრება არ აწყენდა "ზოგიერთ " უვიცად კატეგორიულს და უზრდელს!!!!", - წერს თაკო ჩარკვიანი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა