"ქართული ოცნება“ 25%, "ნაციონალური მოძრაობა“ 8%, არცერთი პარტია 54% - NDI-ის გამოკითხვა
"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით ახალ კვლევას აქვეყნებს.
NDI-ს კითხვაზე, რომელი პარტია დგას ახლოს თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
მიმდინარე წლის აგვისტოში გამოკითხულთა 25%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 8%-ის აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“, 13%-ისთვის სხვა პარტიები, ხოლო 54%-ისთვის არცერთი პარტია.
ამასთან, როგორც NDI-ს კვლევაშია აღნიშნული, მოქალაქეების უმეტესმა ნაწილმა არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.