მიკერძოებულ კვლევაშიც კი ნაჩვენები იყო, რომ მართველ პარტიას აქვს 2-ჯერ და მეტჯერ დიდი რეიტინგი - ბექა დავითულიანი NDI-ის კვლევაზე
"ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა დავითულიანმა კი "ტვ პირველითან" განაცხადა, რომ "CRRC-ი მიკერძოებული კომოპანიაა".
"რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების მიმართ კვლევას, მიკერძოებულ კვლევაშიც კი ნაჩვენები იყო, რომ მართველ პარტიას აქვს 2-ჯერ და მეტჯერ დიდი რეიტინგი, ვიდრე მომდევნო პარტიას"- თქვა დეპუტატმა.
"საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არ არის" - პიკზეა იმ მოქალაქეების რიცხვი ვინც ასე ფიქრობს. NDI მოსახლობის გამოკთხვის შედეგებს პოლიტიკურ პროცესებზეც აქვეყნებს, საიდანაც დგინდება, რომ მოქალაქეების უმეტესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.
პარტიების რეიტინგი კი იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობადაც ვერ გამოდგება. კვლევაში ნეგატიურადაა შეფასებული მთავრობის საქმიანობა.
გამოკითხულთა 59 % მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს.