თეგებით ძიება
16. 09. 2022 მსოფლიო

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს, მაგრამ სამწუხაროა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობამ უარი თქვა მოლაპარაკებებზე - პუტინი რუსეთ-უკრაინის ომზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მალე დასასრულებლად ყველაფერს გააკეთებს, თუმცა, მისი თქმით, სამწუხარო ისაა, რომ კიევმა უარი თქვა მოლაპარაკებაზე. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან საუბრისას განაცხადა.

„მე ვიცი თქვენი პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. ვიცი თქვენი შეშფოთება, რომელსაც თქვენ მუდმივად გამოხატავთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს. სამწუხაროა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ - უკრაინის ხელმძღვანელობამ უარი თქვა მოლაპარაკებების პროცესზე და განაცხადა, რომ სურს მიაღწიოს თავის მიზნებს სამხედრო გზით, როგორც თავად ამბობენ - ბრძოლის ველზე“, - განაცხადა პუტინმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა