თეგებით ძიება

ხელისუფლება დღეს ოპოზიციის მხრებზე დგას - რას ამბობს გია ხუხაშვილი?

ექსპერტი, გია ხუხაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) -ის მიერ 16 სექტემბერს გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება.

ხუხაშვილის შეფასებით, კვლევის შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკურ ელიტას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს.

მისივე თქმით, ხიდი პოლიტიკურ ელიტასა და ხალხს შორის ჩატეხილია.

"ეს არის გზავნილი, რომ მთელი პოლიტიკური ელიტა არის დელიგიტიმიზირებული ანუ ხალხის მხარდაჭერა არ აქვს არავის, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას. წარმოვიდგინოთ, რომ ყველა მოქმედი პარტია არის ხელისუფლებაში, მათი ჯამი მაინც ვერ იქნება ლეგიტიმური, არა თუ ერთი რომელიმე ბლოკი ან რომელიმე პარტია.

ეს მეტყველებს ძალიან სერიოზულ სახელმწიფოებრივ კრიზისზე, არა მხოლოდ პოლიტიკურზე, არამედ სახელმწიფოებრივზე. სახელმწიფო რომ განვითარდეს, მას სჭირდება ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც შესაბამის პოლიტიკას გაატარებს. ფაქტობრივად ეს ხიდი პოლიტიკურ ელიტასა და ხალხს შორის ჩატეხილია, ყოველ შემთხვევაში მიუდგომელია ჯერჯერობით.

ისევ ხელისუფლება იშვერს ოპოზიციისკენ ხელს, რომ ოპოზიციას არ აქვს მხარდაჭერა. როდესაც ადამიანს არ აქვს არჩევანი, ასეთი ადამიანი ან არ მიდის არჩევნებზე ან მზად არის ერთჯერადად გაიყიდოს. მე არცერთის იმედი არ მაქვს, ამიტომ „ვინც ერთჯერადად გადამიხდის, იმას გადავუხდი ერთჯერადად ხმას“, გადახდაში მაინც და მაინც ფულს არ ვგულისხმობ. შეიძლება გზა გაუყვანონ, გაზი შეუყვანონ სახლებში“, - აცხადებს ხუხაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა