კულტურის სამინისტრო ქართველ მოცეკვავე ლაშა მძინარაშვილს საერთაშორისო გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავემ, ქორეოგრაფმა და დუბლიორს, ლაშა მძინარაშვილს
მსოფლიო კასკადიორთა ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული დაჯილდოების ცერემონიალზე, Taurus World Stunt Awards-ზე, ნომინაციაში „საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორია“-ში გამარჯვებას ულოცავს.
ცნობისთვის, ლაშა მძინარაშვილი არის პირველი ქართველი ქორეოგრაფი და მოცეკვავე, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.
მან რეჟისორ მეთიუ ვონის ფილმში The King’s Man მთავარი საბრძოლო სცენა დადგა და ქართული ცეკვის ელემენტები ჰოლივუდში წარადგინა. გამორჩეული ქორეოგრაფიით კი ჟიურის, მსოფლიო კინო ინდუსტრიის პროფესიონალების და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.