კორონავირუსის პანდემია დასრულდა - ჯო ბაიდენი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდა.
"პანდემია დასრულდა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს კოვიდთან დაკავშირებული პრობლემა, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრს ვმუშაობთ მასზე, მაგრამ პანდემია დასრულდა. თუ ამჩნევთ, არავინ ატარებს პირბადეს. როგორც ჩანს, ყველა საკმაოდ კარგ ფორმაშია“, - განაცხადა ბაიდენმა CBS-თან ინტერვიუში.