თეგებით ძიება
21. 09. 2022 მსოფლიო

"მოგების გარდა, არ დაგვრჩენია...ახლა როგორც არასდროს, გვერდში უნდა დავუდგეთ ჯარისკაცებს, პრეზიდენტს" - თინა კანდელაკი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფაქტს, კრემლის პროპაგანდისტი, ქართული წარმოშობის ჟურნალისტი, თინა კანდელაკი ეხმიანება და წერს, რომ ყველა გვერდში უნდა დაუდგეს პრეზიდენტსა და ჯარისკაცებს.

„ბოლო თვეების განმავლობაში, ომის რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური გახდა . უკრაინაში, რომელიც ებრძვის ჩვენს ქვეყნის, გამოიყენება მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების იარაღი, ამერიკის, ბრიტანეთის, პოლონეთის, გერმანიისა და საფრანგეთის. დღეს კიევის რეჟიმი იმართება იმ ადამიანების მიერ, ვისაც ფრონტზე დაღუპულები არ ადარდებს, ამიტომ არავითარი სხვა ვარიანტი, მოგების გარდა, არ დაგვრჩენია. არ აქვს აზრი მოლაპარაკებებს ნეონაცისტურ, მარიონეტულ რეჟიმთან. ახლა როგორც არასდროს, გვერდში უნდა დავუდგეთ ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს პრეზიდენტს და გავხდეთ ის რუსეთი, რომელიც არ ტოვებს საკუთარ ხალხს“, – წერს კანდელაკი ტელეგრამზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. პუტინის განმარტებით, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ თადარიგში მყოფ მოქალაქეებს, "პირველ ყოვლისა კი, მათ, ვისაც შეიარაღებულ ძალებში უმსახურია" და "აქვს შესაბამისი გამოცდილება".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა