თეგებით ძიება
22. 09. 2022 მსოფლიო

უკრაინამ 55 რუსი სამხედრო ტყვე გაათავისუფლა - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების საფუძველზე, უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთში 55 სამხედრო ტყვე დააბრუნეს.

მათივე ცნობით, ყველა ტყვე უკვე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფება და სამედიცინო შემოწმებას გადის.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტყვეთა გაცვლის შედეგად უკრაინას 215 უკრაინელი სამხედრო ტყვე დაუბრუნა რუსეთმა, მათ შორის კი "აზოვის" პოლკის მეთაურები და მარიუპოლის მცველებიც არიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა