აშშ-მა საქართველოს თავდაცვის ძალებს 11.5 მილიონი დოლარის აღჭურვილობა გადასცა
საქართველოში, აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებს მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად 26 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადაეცათ.
"ეს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა ერთ-ერთი გზაა, რომლითაც ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს თავის სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს." ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.