თეგებით ძიება

გახარიას ჰკითხეთ, რატომ ააშენა სასაფლაოში სპორტის სასახლე - თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხოდმაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ალეკო ელისაშვილის კითხვას, „ვინ გადაწყვიტა, რომ ახალი სპორტის სასახლე ამ ადგილას უნდა აშენებულიყო“, უპასუხა, რომ ეს გახარიას პრემიერობის დროს მოხდა.

„არ ვიცი, ბატონო ალეკო, კონკრეტული გვარი და სახელი, ვინ გადაწყვიტა, რომ იქ აშენებულიყო. შემიძლია გავიგო, მაგრამ არ მგონია, საინტერესო იყოს. ეს იყო გახარიას პრემიერობის დროს. დღეს ის ოპოზიციასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩემთან და ჰკითხეთ, რატომ ააშენა სასაფლაოში ახალი სპორტის სასახლე. გეთანხმებით, რომ ეს, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. როდესაც ერთ-ერთი მატჩის დროს წამოვედი, გამოვიარე სასაფლაო. როგორც წესი ტელეფონში მაქვს ხოლმე თავი ჩარგული, ავწიე თავი და ვხედავ, რომ ბაბუაჩემის საფლავთან ვარ. გადმოვედი შუაღამისას, გავაოცე დაცვაც, მძღოლიც. ტრაგიკომედიაა. ეს ასეა, მოცემულობაა. თუ იმის ინსინუაცია გინდათ, მინისტრად რომ დაინიშნე, სხვაგან რატომ არ გადაიტანეო, არასწორი შენიშვნა და უტოპიაა. რაცაა იმას უნდა გავუღიმოთ, ეს მართლა არის საამაყო ინფრასტრუქტურა. უხერხულობაა, გასაგებია, მაგრამ დიდიც არაფერი შავდება. შავდება მხოლოდ ის, რომ პარკინგი გვაქვს მოსაწყობი. ამაზე თავიდან არავინ იფიქრა. მაგრამ, მიცვალებულები და ცოცხლები რომ ერთად ვართ, უხერხულობას ამაში ვხედავ, მაგრამ ამით შევქმნა სადეპუტატო კითხვა, ამას ვერ ვიზიარებ. მითუმეტეს იმ საფლავზე მისვლა შუაღამეს ძალიან გამიხარდა“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა