თეიმურაზ კალანდაძე შიდა ქართლიდან, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გადაიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თეიმურაზ კალანდაძე შიდა ქართლის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გადაიყვანა. ინფორმაციას „მოზაიკა„ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კალანდაძის პოსტზე ვალერიან თელიას კანდიდატურა განიხილება, რომელიც ამ დრომდე უფროსის მოადგილეა.
შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ კალანდაძე შიდა ქართლის დეპარტამენტის უფროსად 5 თვის წინ დაინიშნა.