თეგებით ძიება

სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამით, მესტიაში სასაფლაოების დამატებით 221 მომვლელი დასაქმდა - ბექა ლილუაშვილი

პარტია “საქართველოსთვის“ დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა ძალიან ჰგავს ამომრჩეველთა მოსყიდვისა და დაჯილდოვების პროგრამას, ხდება ადამიანების გაჭირვების გამოყენება.

"შემიძლია იმ ადამიანების სახელობითი სია წარმოგიდგინოთ, რომლებიც სამსახურში საერთოდ არ დადიან და პირდაპირ “ქართულ ოცნებასთან“ არიან აფილირებული. აღნიშნული პროგრამით დღეის მდგომარეობით დასაქმებულია 22 441 ადამიანი. 17 მილიონი ადმინისტრირების მიმართულებით დაიხარჯა. 40 მილიონი ჩადებულია მიმდინარე წლის ბიუჯეტში. ეს ადამიანები თვეში 300 ლარის ოდენობის ხელფასს იღებენ, რომელიც ფორმალურად გაფორმებულია, როგორც სოციალური გასაცემელი. იმის მიუხედავად, რომ პროგრამის მიზანი ძალიან კარგი, არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება კარგი მიზნის სახელმწიფო პროგრამის ძალიან ცუდად განხორციელება. ადგილი აქვს წარმოუდგენელ დისკრიმინაციას - მაგალითად, სამტრედიის #4 საჯარო სკოლის დარაჯი, რომელიც კვირაში 40 საათი მუშაობს, ღია კონკურსის წესით 2020 წელს აიყვანეს და მისი ხელფასი თვეში 180 ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში დასაქმებულია სამტრედიის სოფელ მელიაურის საჯარო სკოლის დარაჯი, რომელიც კვირაში ასევე 40 საათს მუშაობს და პროგრამის ფარგლებში 300 ლარს იღებს. მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი აიპი- მესტიის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახური პროგრამის ამოქმედების შემდეგ ნომერ პირველ დამსაქმებელი გახდა. აიპი პროგრამის ამოქმედებამდე 500 ადამიანს ასაქმებდა და დამატებით 966 პირი დაასაქმა. მათ შორის დასაქმდა 404 მეეზოვე და სასაფლაოების მომვლელი - 221. მესტიაში სულ 156 დასახლებული პუნქტია. ყველა დასახლებულ პუნქტში სულ რომ ერთი სასაფლაო იყოს, რაც ნაკლებად რეალურია, არ ვიცი, რას ალაგებს დანარჩენი 70 დამლაგებელი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათის საჯარო სკოლაში, რომელსაც ერთი შესასვლელი და გასასვლელი კარი აქვს, პროგრამის ფარგებში დამატებით ორი კარისკაცი და ერთი ბიბლიოთეკარის დამხმარე დასაქმდნენ“, - განაცხადა ლილუაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა