"ამ „ზონდერმა“ ისეთი ქათინაური მესროლა, თავადაც ვერ მიხვდა ეს გაუნათლებელი“ - თაკო ჩარკვიანი თეა წულუკიანზე
"კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს აკრიტიკებს.
"ამ „ზონდერმა“ (აღიარა თავად, პარლამენტის ტრიბუნიდან „ზონდერი ვარ მერე რაო?!“) უკულტურო კულტურის მინისტრმა ისეთი ქათინაური მესროლა, თავადაც ვერ მიხვდა ეს გაუნათლებელი, „აჯანყება სურსო ჩარკვიანსო, რევოლუცია სურსო, რომ ეს ხელისუფლება ამოაყირავოსო“, და კიდევ „მიკროფონის ქურდი არ ვარ, რადგან რამდენიმე ხნის შემდეგ დავაბრუნეო“. ანუ ამ „ზონდერ“ სამართლის მცოდნეს“ ჰგონია რომ, მის მიერ ჩადენილი დანაშაული გაბათილდა, რადგან მიკროფონი რამდენიმე თვის შემდეგ დააბრუნა? ჰოდა ახლა ყურადღებით ვიყოთ, ე მანდ „დროებით მოხმარებაში“ ხახული ან თამარის ჯვარი არ მოიპაროს და ხელს არ გააყოლოს, ნუ ესეც არ ეგონება დანაშაული ცხადია“, - წერს ჩარკვიანი.