"რუსეთში ძალით მობილიზებულმა, სამხედრო კომისარი დაჭრეს" - ზურა ბატიაშვილი
რუსეთში, ირკუტსკის ოლქში სამხედრო აღრიცხვისას ძალით მობილიზებულმა კომისარი დაჭრა და გაიქცა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ექსპერტი, ზურა ბატიაშვილი ავრცელებს.
"ირკუტსკის ოლქში ძალით მობილიზებულმა მოქალაქეებმა დაჭრეს სამხედრო კომისარი და გაიქცნენ სამობილიზაციო პუნქტიდან", - წერს ექსპერტი.
25 წლის წვევამდელმა რუსლან ზინინამ სამხედრო კომისარი დაჭრა. როგორც ცნობილია, ზინინას მობილიზება დღეს უნდა განხორციელებულიყო.
შემთხვევა გაწვევის პუნქტში მოხდა. გასროლამდე წვევამდელმა დაიძახა „ახლა ყველანი სახლში წავალთ“ - შემდეგ კი კომისრის, ალექსანდრ ელისეევის მისამართით გაისროლა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. პუტინის განმარტებით, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ თადარიგში მყოფ მოქალაქეებს, "პირველ ყოვლისა კი, მათ, ვისაც შეიარაღებულ ძალებში უმსახურია" და "აქვს შესაბამისი გამოცდილება".
განკარგულების გამოცემიდან რამდენიმე წუთში, საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის მიმართუებით ავიაბილეთები უცებვე გაიყიდა. არსებული ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობი არის. რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ცდილობენ საქართველოში შემოსვლას.