თეგებით ძიება

რუსები საქართველოში ველოსიპედით და ფეხით მოდიან - საზღვარზე 30 კილომეტრიანი რიგია

ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსების 30 კილომეტრიანი რიგია. მათი თქმით, ისინი გამოექცნენ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებას, რომელიც მამაკაცების ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციას ეხება.

რუსეთის მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ისინი დეზერტირები არ არიან და უბრალოდ არ მოსწონთ ის სიტუაცია, რაც მათ ქვეყანაში ხდება. ნაწილი კი აღიარებს დეზერტირობას და ღიად ამბობს, რომ ქვეყანას სწორედ ამ მიზეზით ტოვებს.

მათი განცხადებით, რუსეთის მხარეს 30 კილომეტრიანი რიგია და ყველა მათგანს საქართველოში სურს შემოსვლა და ომისთვის თავის არიდება. ამ რიგების გამო კი, რუსი კაცები მანქანებს ტოვებენ და საქართველოში ველოსიპედით ან ფეხით შემოდიან.


შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. პუტინის განმარტებით, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ თადარიგში მყოფ მოქალაქეებს, "პირველ ყოვლისა კი, მათ, ვისაც შეიარაღებულ ძალებში უმსახურია" და "აქვს შესაბამისი გამოცდილება".

განკარგულების გამოცემიდან რამდენიმე წუთში, საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის მიმართუებით ავიაბილეთები უცებვე გაიყიდა. არსებული ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობი არის. რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ცდილობენ საქართველოში შემოსვლას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა