თეგებით ძიება

ექსკლუზივი - რუსეთში მყოფ ქართველ ემიგრანტს, რომელსაც მობილიზაციის მოწვევა მიუვიდა, საქართველოში არ უშვებენ

ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრს, ეთნიკურად ქართველ მამაკაცს, რომელსაც საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობა გააჩნია, პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, რუსეთიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღარ უშვებენ.

TIA.GE-ს ინფორმაციით, სრულწლოვანმა მამაკაცმა, რომელიც რუსეთში რამდენიმე წელია ემიგრანტად იმყოფება, გაწვევის ბარათი მიიღო, რის შემდეგაც მან რუსეთის დატოვება და ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნება გადაწყვიტა. აღსნიშნავია, რომ მამაკაცს რუსმა მესაზღვრეებმა ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს, მიზეზად კი საბანკო ვალდებულებები დაუსახელეს.

საქართველოს მოქალაქე იძულებული გახდა, უკან გაბრუნებულიყო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მამაკაცები უკრაინის ომში იძულების წესით მიჰყავთ, უარის შემთხვერვაში გაწვეულ პირებს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი ათასობით მოქალაქემ დატოვა. საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი აქტიური მიმართულებაა. არსებული ინფორმაციით, ლარსზე რუსეთის მოქალაქეების 14-კილომეტრიანი რიგია. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცების უცხო ქვეყნებში გადინების გამო, 18-დან 55-წლამდე მამაკაცებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში ასობით ათასი ქართველი ემიგრანტი იმყოფეება, რომელთაც პუტინის ავანტიურაში იძულებით მონაწილეობა ემუქრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა