მთავრობის გადასაწყვეტია - ევროკავშირის ელჩი საქართველოში რუსების შემოსვლაზე
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პავენ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შემოშვების საკითხი.
"სამწუხაროდ, მე ვერ ვისაუბრებ და ვერ გეტყვით რა პოზიცია უნდა არსებობდეს საკითხზე. ეს ქართველებისა და საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებაზე რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ რუსების ღელვა გამოიწვია. თუმცა ეს საქართველოს გადასაწყვეტია", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ "მთავარ არხთან" ინტერვიუში.
"ევროკავშირის აქტიურად მონაწილეობას ჟენევის დისკუსიების პროცესში. ასევე ვმუშაობთ საქართველოს მედგრობის გასაძლიერებლად რათა მზად შეხვდეს ნებისმიერ გამოწვევას. მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ მომავალს", - თქვა ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. პუტინის განმარტებით, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ თადარიგში მყოფ მოქალაქეებს, "პირველ ყოვლისა კი, მათ, ვისაც შეიარაღებულ ძალებში უმსახურია" და "აქვს შესაბამისი გამოცდილება".
განკარგულების გამოცემიდან რამდენიმე წუთში, საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის მიმართუებით ავიაბილეთები უცებვე გაიყიდა. არსებული ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობი არის. რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ცდილობენ საქართველოში შემოსვლას.