ამ ფოკუსის სამიზნე არ არის ნიკა მელია – ანა წითლიძე
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესა და მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრებს შორის მძიმე ფიზიკურ დაპირისპირებას ენმ-ს წევრი ანა წითლაძე ეხმაურება და ამბობს, რომ პარტიაში არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ ფიზიკური თავდასხმა უნდა მოაწყოს.
"მინდა, მოვუწოდო ყველას, ვინც ახლა ცდილობს, "ნაციონალურ მოძრაობაში" იყოს შიდაარეულობა, რომ გაასწორონ ფოკუსი და ამ ფოკუსის სამიზნე არ არის ნიკა მელია. ეს ადამიანები არ არიან პარტიის წევრები, არიან სამოქალქო აქტივისტები და ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ითხოვენ იმ პარტიაში, რომლის წევრებიც არ არიან, ან პარტიის თავმჯდომარის გადადგომას, ან რატომ აქვთ პრეტენზიები.
მთელ რიგ საკითხებში მეც არ ვეთანხმები ნიკა მელიას და არ მეთანხმება აქეთაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავდასხმა მოაწყო პარტიის არჩეულ თავმჯდომარეზე", - ანა წითლიძემ.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" ადასტურებს, რომ ნიკა მელიასა და გიორგი მუმლაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. პარტიის მიერ გავრცელებული განცხადებაში წერია, რომ "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრი გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად ნიკა მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით პროვოკაციის მოწყობა სცადა.