თეგებით ძიება

ბადრი ბასიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ტოვებს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, ბადრი ბასიშვილი პარტიის პოლიტსაბჭოს ტოვებს. ამის შესახებ ბასილაშვილის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„ძმათაშორის ომს დაემსგავსა ეს მარაზმი! ამ საყვედურებში ყველას ავიწყდება, რომ ყველა დამნაშავე ვართ პუტინის პატიმარი მიშა რომ დღემდე ვერ დავიხსენით. ყველაზე დიდ პოლიტიკურ ორგანიზაციას აკეთილშობილებს პასუხისმგებლობა და დისციპლინა.

საჭიროა პარტიის წესდებაში ცვლილებები და სტრუქტურის რეორგანიზაცია. ვერც დიქტატორმა უნდა გმართოს და ვერც ოლიგარქმა თუ სამშობლო გიყვარს.
ვტოვებ პოლიტსაბჭოს . ვაგრძელებ ბრძოლას, ვრჩები ამ დიდი ოჯახის წევრი და მჯერა, რომ დღეს ვინც სხვადასხვა აზრზე დგას მალე ერთად მოგვიწევს ბრძოლა!

პარტიის პოლიტსაბჭოში ბევრი ღირსეული წევრი და თანამებრძოლია, მაგრამ ვისურვებდი უფრო ქმედითს , მეტი გამჭვირვალობით და დემოკრატიულად არჩეულს.

ძალა ხალხშია!

ძალა სიმართლეშია!“ - წერს ბასიშვილი.

ძმათაშორის ომს დაემსგავსა ეს მარაზმი! ამ საყვედურებში ყველას ავიწყდება, რომ ყველა დამნაშავე ვართ პუტინის პატიმარი მიშა...Posted by Badri Basishvili on Monday, 26 September 2022




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა