თეგებით ძიება

როცა პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ პროტესტი უნდა იყოს მის გულში, უნდა დაისვენოს, სახლში წავიდეს - ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ პროტესტი ჩვენს გულებში უნდა იყოსო.

„პოლიტიკოსი რომ ფიქრობს, რომ პროტესტი უნდა იყოს მის გულში, მან უნდა დაისვენოს, სახლში უნდა წავიდეს. ვგულისხმობ არა მხოლოდ პეტრე ცისკარიშვილს, არამედ მათ, ვინც დაიღალნენ და ფიქრობენ, რომ დასავლეთში კარიერის გაკეთება არის უფრო მნიშვნელოვანი. ასევე, ვგულისხმობ ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ქუჩის დრო არ არის და პარლამენტში ირაკლი კობახიძესთან დებატებით ბიძინას მოერევიან. ყველას ასეთი ადამიანი სახლში უნდა წავიდეს.

ახლა აქედან დაიწყება ახალი პარტიის მშენებლობა. დაშლილი არ არის „ნაციონალური მოძრაობა“? მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი. მე ამ შემადგენლობით „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არ მივცემ, თუ იქ უნდა იყვნენ ადამიანები, ვისთვისაც ხელისუფლებაში ყოფნა არის კარგი ბიზნესი. სულ ოპოზიციაში ხარ, პასუხისმგებლობა არ გაკისრია, არავინ არაფერს გთხოვს, მიხვალ გადაცემაში -ერთ-ორ ომახიან სიტყვას იტყვი, სადღეგრძელოს დალევ და წახვალ სახლში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილს მოსწონს ოპოზიციაში ყოფნა, პარლამენტში სხედან, მანქანები ემსახურებიან, კარგად ცხოვრობენ, ბრძოლა არ უნდათ. ეს ტიპები თუ ისევ პარტიაში უნდა იყვნენ, ამ პარტიას ერთგული ამომრჩეველი აღარ დარჩება. მითუმეტეს, როდესაც მიშა დისტანცირებულია ქართული პოლიტიკისგან, არ მგონია, ვინმეს რამე მოტივაცია გვქონდეს, რომ 5 ნომერი შემოვხაზოთ“,- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა