თეგებით ძიება

„ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილი არ არის? ახალი პარტიის მშენებლობა დაიწყება - ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რომ დღევანდელი შემადგენლობით „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არ მისცემდა.

„ახლა აქედან დაიწყება ახალი პარტიის მშენებლობა. დაშლილი არ არის „ნაციონალური მოძრაობა“? მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი. მე ამ შემადგენლობით „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არ მივცემ, თუ იქ უნდა იყვნენ ადამიანები, ვისთვისაც ხელისუფლებაში ყოფნა არის კარგი ბიზნესი. სულ ოპოზიციაში ხარ, პასუხისმგებლობა არ გაკისრია, არავინ არაფერს გთხოვს, მიხვალ გადაცემაში - ერთ-ორ ომახიან სიტყვას იტყვი, სადღეგრძელოს დალევ და წახვალ სახლში“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა